თავდაცვის სამინისტრომ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირები შესაბამისი უწყებრივი მედლებით, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.
10 სექტემბერს ყოფილი მირტოპოლიტი სერაფიმე(ჯოჯუა) მოსკოვის ოლქში ხოტკოვოში ღვთისმშობლის კვართის სახელობის დედათა მონასტერში რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად წირავდა.
ცესკო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.
ეს განცხადება პერემიშლის(პოლონეთი) რკინიგზის სადგურში მდგარ მატარებელში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
დაახლოებით 40-დე სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც დღეს დილით "კრაკოვეცზე" ავტობუსით მივიდნენ, პოლიციამ იმავე ავტობუსით უკან გააბრუნა.
იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).
გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნების მიმართ - რუსთავში, მე-11 მკრ-ში მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციას "ინფო რუსთავი" აქვეყნებს.
Agile Spirit 2017-ის საველე წვრთნებში, რომელიც ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს, საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითების და არმიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში, ცენტრალური ბაზრის შესავლელთან სისხლიანი გარჩევა, რომელსაც თან სროლაც ერთვოდა, ორი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი მძიმედ დაჭრილი პირი სოხუმშია გადაყვანილი.
შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ორჭოსანში მდებარე რუსეთის საოკუპაციო ბაზის სამხედროები ყარაფილის მიმართულებით აქტიურად გადაადგილდებიან. ოკუპანტების გააქტიურება ერგნეთის მიმართულებითაც შეიმჩნევა. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს, რომლის მოხალისეები, უკვე 46 დღეა, საოკუპაციო ზოლზე სამოქალაქო მონიტორინგს ატარებენ.