
ფოთში ბაზრობა იწვის. ცეცხლი დაახლოებით 7 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ბაზრობის ნახევარზე მეტს მოედო. ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ადგილზე მისულ მაღაზიის რამდენიმე მეპატრონეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სახანძრო რაზმები მეზობელი მუნიციპალიტეტიდანაც გამოიძახეს.
ფოთის ბაზრობაზე დაახლოებით 50 მაღაზია და 150-დე დახლია განთავსებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.