-
2017-07-17 22:55
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაციას შსს ადასტურებს. ამავე დროს, ცნობილი გახდა მკვლელობის ახალი დეტალები.
როგორც საზოგადოებრივს ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, გოგონა დეიდას ბინაში იმყოფებოდა.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის დეიდა ამჟამად ფოთშია, ის გოგონას მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე ურეკავდა და როდესაც ვერ დაუკავშირდა, მეზობელს სთხოვა, ბინაში მისულიყო და მისი დისშვილი მოენახულებინა.
მეზობელი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, კარზე დაკაკუნების შემდეგ, ხმა არავინ გასცა. მისივე თქმით, მალევე გარდაცვლილის ორი მეგობარი მოვიდა, ერთ-ერთი მეორე სართულის ფანჯრიდან გადავიდა, ვინაიდან რკინის კარის შემტვრევა შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ რა მოხდა, მეზობელს ინფორმაცია არ აქვს.
როგორც მეზობელმა აღნიშნა, გოგონა სტუდენტი იყო და დღეს უნივერსიტეტში გამოცდა უნდა ჩაებარებინა, თუმცა სასწავლებელში არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, თბილისში, უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში 19 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლებმა განაცხადეს, რომ გოგონას ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.