მაშველებმა მდინარე თერგში ისრაელის 18 წლის მოქალაქე იპოვეს. საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი იონათან ადლერი ხიდზე სელფს იღებდა, მას ფეხი დაუცურდა და მდინარე თერგში ჩავარდა.
მაია ორჯონიკიძე "ფეისბუქზე" პატრულ-პოლიციელის ფოტოს და მასთან დაკავშირებულ ისტორიას აქვეყნებს, სადაც ჰყვება, როგორ უვლის პოლიციელი ორი თვის წინ ნაპოვნ ყვავის ბახალას, რომელიც ტრავმირებული იყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“ ე.წ ელიავას ბაზრობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე აცხადებს, არჩევნებამდე ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენებასთან დაკავშირებით წარდგენილი გეგმის ძალაში შესვლა იგეგმება.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე წერს, რომ მიიღო ინფორმაცია მთვარობის კანცელარიაში "ქართული მარშის" ერთერთი ორგანიზატორის გია კორკოტაშვილის ვიზიტის შესახებ.
ე.წ "ქართულ მარშს" მოძრაობის ერთ-ერთი წევრი მელორ ვაჩნაძე ტოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია მან "ფეისბუქზე" გაავრცელა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა ხვალ მეუფე პეტრეს დაკითხვით განახლდება.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
გია კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ "ფეისბუქზე" თათია დოლიძე "უზრდელურად" მოიხსენია. ამის შესახებ მან "ობიექტივის" ეთერში განაცხადა.
არის რამდენიმე ათეული შემთხვევა აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების უკან გაბრუნების შესაბამისი საბუთების არქონის გამო, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა.
რეგულირების სააგენტოს კომისიამ კლინიკა „თერჯოლამედში“ გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.