
რეგულირების სააგენტოს კომისიამ კლინიკა „თერჯოლამედში“ გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
”კლინიკა „თერჯოლამედში“ გარდაცვლილი 2 წლის პაციენტის საქმის შესწავლას, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რეგულირების სააგენტოს კომისია დღეს დილიდანვე იწყებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლაში, სამედიცინო ცენტრ "თერჯოლამედში" ორი წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავების განცხადებით, გოგონა, რომელსაც ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი, საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა ის ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ.