
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალზე, იგოეთთის მონაკვეთთან, საცობები აგვისტომდე გაგრძელდება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კასპის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ნოდარ ნატროშვილის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს სარემონტო სამუშაოების დამთავრება აგვისტომდე აქვს დაგეგმილი.