იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 454 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირდა 2 256 პირი, რაც გასული ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორნავირუსით 454 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო და 20 აპრილის მდგომარეობით 2 256 შეადგინა, რაც გასული ერთი თვის განმავლობაში, კონკრეტულად კი 10 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

>>>

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 449 ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში კორონავირუსით კიდევ 449 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 16 509 შეადგინა. ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 4676 ადამიანი დაინფიცირდა.

>>>

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

>>>

დაღესტანთან, საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

დაღესტანთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 16:53 საათზე, დაღესტანთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.5 მაგნიტუდას შეადგენდა.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 86 306-მდე გაიზარდა, ვირუსისგან განკურნებულია 12 000-მდე პაციენტი

ევროპის 5 ქვეყნისა და აშშ-ის შემდეგ, კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული ახლა უკვე თურქეთშია. თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 86 306-მდე გაიზარდა. ამ მონაცემით ქვეყანამ ჩინეთსაც გადააჭარბა, სადაც ეპიდემია თავდაპირველად დაიწყო.

>>>

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 436-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 791 პაციენტი

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 38 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

>>>

გიორგი კეკელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, წელს წიგნის ჩუქების დღე განსხვავებულად აღინიშნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, წელს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, წიგნის ჩუქების დღე განსხვავებულად აღინიშნება. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

>>>

გაზსადენზე ავტომანქანის შეჯახების გამო სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

სანზონა, მუხრანისა და ტიბაანის ქუჩების კუთხეში გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !