კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის 2 ათას ლარამდე, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათას ლარამდე მცირდება

კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

>>>

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი.

>>>

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ე.წ. სვანეთის კლასტერს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან მათ კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3-ით გაიზარდა და 411 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 573 პირი.

>>>

ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებისთვის 1 წელი მაინც დაგვჭირდება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა საზოგადოებას COVID 19-თან ერთად და გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრება 1 წლით მოუწიოს.

>>>

ილია მეორე - აღვავლენთ ლოცვებს რეზო ესაძის უკვდავი სულისათვის

დღეს ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, რეზო ესაძე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

>>>

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 828 ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში კორონავირუსით კიდევ 828 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 17 337 შეადგინა.

>>>

იტალიაში ბოლო კვირის მანძილზე კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი შემცირებულია

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 534 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის საერთო მსხვერპლმა ქვეყანაში 24 648-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 2 729 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რიცხვი 183 957-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში კორონავირუსისგან 51 600 ადამიანი განიკურნა.

>>>

ზუგდიდელი მეწარმე სათბურში მოყვანილ კიტრს უფასოდ დაარიგებს

ზუგდიდელი მეწარმე გიორგი გერგედავა, რომელსაც ცაიშში კიტრის სათბურები აქვს, მოსავალს უფასოდ სოციალურად დაუცველებს გადასცემს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !