ივანე მაჭავარიანი - სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ

სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშრებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, იგი მზადაა ჩაერთოს აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებებში და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 95 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 95 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

>>>

20 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 9058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 6747

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

>>>

ნათია თურნავა - ვმუშაობთ კვლევასა და სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც საკუთარ წარმოებას კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს

ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდთან ერთად, მუშაობს სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოს ის დარგები და წარმოებები, რომლებიც პერსპექტიულია იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით და საჭიროებენ მხარდაჭერასა და განვითარებას. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

>>>

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე და შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.

>>>

დღეიდან, გერმანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო

გერმანიაში დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა დაიწყო. კერძოდ, დღეს ქვეყანაში მცირე ზომის მაღაზიები, წიგნის მაღაზიები, ავტომომსახურების ცენტრები და ველოსიპედების მაღაზიები გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ აღნიშულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყოს სოციალური დისტანცია მომხმარებლებსა და დასაქმებულებში.

>>>

ხვალიდან 24 აპრილამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ხვალიდან 24 აპრილამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა,ზოგან ძლიერი, 22 აპრილიდან მაღალმთაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

>>>

დავით ზალკალიანი - პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ

ევროკომისიის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი შედგა; საუბარი შეეხო იმ ერთობლივ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან ერთად პანდემიის ბრძოლის კუთხით ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

>>>

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა

ესპანეთში კორონავიუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ საერთო ჯამში 200 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე 4266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 210-ს მაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 399 ადამიანი დაიღუპა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !