
დიდ ბრიტანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში კორონავირუსით კიდევ 449 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 16 509 შეადგინა. ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 4676 ადამიანი დაინფიცირდა.
ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსი სულ 124 743 პირს გამოუვლინდა. კორონავირუსს ყველაზე მეტი პაციენტი ინგლისში ემსხვერპლა - აქ დაღუპულთა რიცხვი 14 829-ს შეადგენს, 584 ადამიანი კი უელსში გარდაიცვალა.