ლევან რატიანი - მინდა ვუთხრა ყველას - მოკლეენიანებს, გრძელენიანებს - არ არის ქილიკის დრო, თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, შეუძლიათ მობრძანდნენ და სასიკვდილო სივრცეში ჩვენთან ერთად იმუშაონ

მინდა ვუთხრა ყველას: ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, არ არის ქილიკის დრო. თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ გაიდლაინთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი ატყდა. რატიანის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ის, რისიც „ყველა წამყვან ქვეყანას შურს და ამის მაგალითი არის ინფიცირების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი და გამოჯანმრთელებულების მაღალი ინდექსი“.

>>>

გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არ დაუჭერს მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, თუ ხელისუფლება კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას არ წარადგენს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია არ დაუჭერს მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული ეკონომიკური გეგმა.

>>>

ლევან რატიანი - კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი - რეანიმაციაში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ექვსის - სტაბილურად მძიმე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 118 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც covid19 დადასტურებული აქვს 91 მათგანს. რატიანის ინფორმაციით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ექვსის - სტაბილურად მძიმე.

>>>

ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით ნიშნულამდე დაეცა

ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით ნიშნულამდე დაეცა და ამ დროისთვის ბარელის ღირებულება -37.63 აშშ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბისისი“ ავრცელებს.

>>>

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 პირი, ფოთის ტირ - პარკში კი ტრაილერის 72 მძღოლი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 36 პირია, ხოლო ფოთის ტირ - პარკში ტრაილერის 72 მძღოლი იმყოფება.

>>>

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ერთ - ერთ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

>>>

CNN - გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, მძიმე მდგომაროებაშია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია ჩაუტარეს, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეჭვი კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ბაბუის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო.

>>>

გაერო-მ რეზოლუცია მიიღო, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ, წევრი ქვეყნების მიერ მის თანაბარ და დროულ წვდომას ითვალისწინებს

გაეროს წევრმა ქვენებმა გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს თანაბარ და დროულ წვდომას კორონავირუსის ვაქცინაზე, რომელსაც მომავალში მიიღებენ. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს თანამშრომლობისკენ.

>>>

იტალია შეზღუდვების მოხსნას 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყებს

იტალია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების მოხსნის გეგმას გაასაჯაროებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

>>>

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 182 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შსს-დან აცნობეს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !