-
2020-04-20 19:50
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, წელს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, წიგნის ჩუქების დღე განსხვავებულად აღინიშნება. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.
მისი თქმით, აქციაში ჩართვის თითოეულ მსურველს თავის facebook გვერდზე შეუძლია მონიშნოს მეგობარი, დადოს სასაჩუქრედ გამზადებული წიგნის ფოტო სლოგანით #აჩუქეწიგნი, წიგნი კი პანდემიის დასრულების შემდეგ გადაეცემა ადრესატს.
„#აჩუქეწიგნი ალბათ, გახსოვთ საყოველთაო გამოწვევა, რომელიც ერთი წლის წინ, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, დავაწესეთ და ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გთავაზობთ, ერთი მხრივ არ დავივიწყოთ ეს ინიციატივა, ნუ გავწყვეტთ ახალ ტრადიციას და ირიბი ფორმით შევახსენოთ ერთმანეთს ეს დღე. დღეს, საღამოს 18:00 საათზე, განვათავსებ პოსტს და იმედი მაქვს, ვიაქტიურებთ. ასევე, 23 აპრილს, შეგიძლიათ, გამოაქვეყნოთ წიგნის გარეკანი, რომლის ჩუქებასაც მეგობრისთვის აპირებთ მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება. დანარჩენს ვიდეოდან შეიტყობთ“, - აცხადებს გიორგი კეკელიძე.