
ირაკლი სესიაშვილი - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს დაამტკიცებს
- 2020-04-20 14:40
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს დაამტკიცებს. მისივე განმარტებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედება წყვეტას არ განიცდის და მისი გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მაშინვე შევა ძალაში, როგორც კი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებას ხელს მოაწერენ.