საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 97 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის 4816 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.

>>>

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით, საქართველოს მთელი ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის მოქმედების ვადაც 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

>>>

ამირან გამყრელიძე - აპრილის ბოლო და მაისის პირველ კვირებში მოსალოდნელია ინფექციის შემთხვევების ზრდა, ამიტომ, მთავარი სლოგანი, დავრჩეთ სახლში, ძალაშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ კვირებში კორონავირუსით ინფიცირების ზრდაა მოსალოდნელი. მან დღევანდელ ბრიფინგზე მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

>>>

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს პრეპარატ „პლაქვენილს“ უსიმპტომო, ჯანმრთელ პაციენტებზე და საპროფილაქტიკოდ იყენებენ

ფიქრობ იმაში, რომ ძალიან მძიმე და ხანდაზმული ავადმყოფები არ მიგვყავდა მართვითი სუნთქვის საჭიროებამდე და მანამდე ხდებოდა მათი გამოჯანმრთელება, აქაც ერთ-ერთი დამსახურება სწორედ პრეპარატ „პლაქვენილს“ ეკუთვნის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

>>>

დავით ზალკალიანი - საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და შესაბამისად, თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას ავიამიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ქართული მხარე მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

>>>

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1696 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1696 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1696 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1361 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0335 შეადგინა.

>>>

ირაკლი ჩიქოვანი - 24 აპრილს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენა მოხდება

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 24 აპრილს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენა მოხდება. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა აღნიშნა, მოსახლეობა რაც უფრო ზუსტად და მკაცრად დაიცავს შეზღუდვებს, მთავრობას მით უფრო სწრაფად შეეძლება აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა.

>>>

ირაკლი ჩიქოვანი - 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა

საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილიდან მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ტქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ავტომობილებზე შეზღუდვები 27 აპრილიდან აღარ იქნება და ის ავტომობილებით გადაადგილებასაც შეეხება.

>>>

მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების წინადადებით მიმართავს

მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. „ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა... ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში“, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

>>>

მომაკვდავი ლეკვის ექიმთან მიყვანისთვის 3000 ლარით დამაჯარიმეს, "გამარჯვებული საქართველოს" წევრი მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

“გამარჯვებული საქართველოსთვის” წევრი, მიშა კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს:

” 3000 ლარით მაჯარიმებთ იმიტომ რომ პატარა მომაკვდავი ლეკვი ვეტექიმითან მივიყვანე ?!
ყველა საბუთი და ცნობა მაქვს იმის, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა და რომ არც თვენი ცხელი ხაზი მუშაობს გამართულდ და არც სხვა სტრუქტურები…
მარტივი კითხვაა:
რა უნდა მექნა ?!!!! საქართველოს მთავრობა
გავასაჩივრებ თუმცა არც სასამართლოს იმედი მაქვს და უკან მოგიტრიალდებათ ეს რეპრესიები…
პ.ს. გადამხდელის დედა ვატირე !!!”

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !