-
2020-04-20 20:53
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორნავირუსით 454 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო და 20 აპრილის მდგომარეობით 2 256 შეადგინა, რაც გასული ერთი თვის განმავლობაში, კონკრეტულად კი 10 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
იტალიაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 24 114-ს მიაღწია, ხოლო ვირუსით ამ დრომდე სულ 181 228 პირი დაინფიცირდა, მათგან 48 877 ადამიანი განიკურნა. ამჟამად ქვეყანაში 108 237 პაციენტია ინფიცირებული. ასევე იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებსაც ინტენსიური თერაპია ესაჭიროებათ. ამ დროისთვის რეანიმაციაში 2,573 პაციენტი იმყოფება, რაც ინფიცირებულთა 2%-ია. იტალია, ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.