სასულიერო პირებმა მცხეთაში, თბილისში, რუსთავსა და სხვა ეპარქიებში მდებარე სასაფლაოები აკურთხეს.
ინფორმაციას ამის შესახებ "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა.
საფლავები იკურთხა ეპარქიებშიც“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.