-
2020-04-20 19:56
ევროპის 5 ქვეყნისა და აშშ-ის შემდეგ, კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული ახლა უკვე თურქეთშია. თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 86 306-მდე გაიზარდა. ამ მონაცემით ქვეყანამ ჩინეთსაც გადააჭარბა, სადაც ეპიდემია თავდაპირველად დაიწყო.
თურქეთი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, აშშ-ის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.
თურქეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს 2 017 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან 12 000-მდე ადამიანი განიკურნა. თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 მარტს დაფიქსირდა.