
რომან გოცირიძე უმრავლესობას - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ
- 2020-04-22 12:21
არ ვენდობით უკვე მთავრობას. ჩვენ დღეს ამ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ, ვინაიდან ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.