
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 118 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც covid19 დადასტურებული აქვს 91 მათგანს. რატიანის ინფორმაციით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ექვსის - სტაბილურად მძიმე.
„დადასტურებული კოვიდინფექციის შემთხვევა არის 91, მათგან 9 პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში. აქედან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ჰემმოდინამიკის რღვევით, ხოლო 6 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს.
რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, იცით, რომ ეს პაციენტები, სიმძიმის კატეგორიის მიხედვით, რამდენიმე სართულზე არიან გადანაწილებულები. აქედან 47 პაციენტთან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონია. მკურნალობა იცით, რომ არის სიმპტომური,“- განაცხადა ლევან რატიანმა.