ნათია მეზვრიშვილი - სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობდით, როცა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მივმართეთ
- 2020-04-22 13:53
კარგად ვაცნობიერებთ, რომ შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული. სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის მთავარი პრინციპები, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს მივმართეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყრიან კენჭს.
