
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა და მათგან 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მისი თქმით, სულ დღეისთვის ქვეყანაში 12 ათასზე მეტი ტესტია ჩატარებული.
„ერთი პაციენტი არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზირებულია. სწრაფი ტესტით დადებითი იყო და ამჟამად PCR მეთოდითაც დადასტურდა. თბილისში დაემატა 4 ახალი შემთხვევა, რაც ერთ-ერთ ჰოსპიტალთან არის დაკავშირებული. 24 საათის განმავლობაში 822 ტესტი გაკეთდა და როგორც მოგეხსენებათ, აქედან არის 29 ახალი შემთხვევაა, მაშინ როცა გუშინ გაკეთებული იყო 919 ტესტი და იქიდან იყო 25 ახალი შემთხვევა. სულ დღეისთვის ქვეყანაში გაკეთებულია 12 ათასზე მეტი ტესტი. გარდა ამისა, დაახლოებით 5 ათასზე მეტი „სწრაფი ტესტი“ გაკეთდა“,-განაცხადა იმნაძემ.