
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის კიდევ 81 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ჯამში 1 746 შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსისგან 833 პაციენტი განიკურნა, გარდაცვლილია 28 ადამიანი. 885 პაციენტი ამჟამად მკურნალობას გადის.