გიორგი გახარია - დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით - ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის იქნება ორკვირიანი ინტერვალი, რომელიც ვითარების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

>>>

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის ხელმძღვანელი: „ოქსფორდის“ კვლევით კორონავირუსის სამი ტიპი გამოიყო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის საკმაოდ ფუნდამენტური კვლევით, კორონავირუსის დაახლოებით სამი ტიპი გამოიყო: A, B, C , - ამის შესახებ მან, ფარმაცევტულ კომპანია Servier Georgia-ს Facebook გვერდზე ლაივ ჩართვის დროს განაცხადა.

>>>

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკმაყოფილებს.

>>>

პრემიერი - ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

>>>

პრემიერი - 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს - 25 ლარით

2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

>>>

მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ, 6 თვის განმავლობაში 1200 - თვეში 200 ლარით დაეხმარება

საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

>>>

შსს ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. 

>>>

ოქსფორდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს

ოქსფორდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს. პირველ ორ მოხალისეს ინექცია უკვე გაუკეთეს. ისინი პირველები არიან კვლევისთვის შერჩეულ 800-ზე მეტ ადამიანს შორის.

>>>

თენგიზ ცერცვაძე - მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია

მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !