
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 62 წლის მამაკაცი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მას ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა.
მამაკაცის ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, სამივე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.
ადგილზე ამ წუთებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართევლოს უფროსის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, ამ დროისთვის გამოიკვეთა ათი კონტაქტი, რომლებსაც კარანტინში გადაიყვანენ.