იქ, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ „ქართული ოცნების“ ანტიკრიზისულ გეგმას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
კობახიძე სოციალური ქსელში წერს, თუ რა ანტიკრიზისული გეგმა ჰქონდა წარმოდგენილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008-2009 წლებში.
„შეგახსენებთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას:
სოციალური პაკეტი: დახმარება უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი დაქირავებით დასაქმებულებისთვის: 0 ლარი;
დახმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის: 0 ლარი;
სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, 65-100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისა და შშმ პირებისთვის: 0 ლარი;
კომუნალური გადასახადების განულება შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის: 0 ლარი;
ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა: 0 ლარი;
ეკონომიკური პაკეტი:
სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერა: 0 ლარი;
კომპანიების პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა: 0 ლარი;
კომპანიებისთვის დაბრუნებული დღგ: 0 ლარი;
ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადავადება: 0 ლარი;
ტურისტული ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება: 0 ლარი;
მცირე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება: 0 ლარი;
კომერციული ბანკებისთვის მიწოდებული ფინანსური რესურსი: 0 ლარი;
საკრედიტო-საგარანტიო სქემა: 0 ლარი;
სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის დაზღვევა: 0 ლარი
ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკრიზისული გეგმა 2008-2009 წლებში.
ამ გეგმამ მოიტანა უზარმაზარი შედეგი:
ასეულობით გაჩერებული მშენებლობა;
ასეულობით გაკოტრებული სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი;
ასეულობით გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი;
ათიათასობით ვალაუვალი ბანკის მევალე;
1,15 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი.
იქ, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ „ქართული ოცნების“ ანტიკრიზისულ გეგმას“, - წერს ირაკლი კობახიძე.