
კომპოზიტორმა, რუსა მორჩილაძემ თიკა ფაცაციას ახალი სიმღერა დაუწერა.
თიკა ვიდეოს სოციალურ ქსელში გვიზიარებს, სადაც ჩანს თუ როგორ დაიწყო კომპოზიტორმა ახალ სიმღერაზე მუშაობა.
„ესეც ჩვენი ამბის დასაწყისი… რუსა მორჩილაძე სტუდიაში ყოფნისას მიუჯდა კლავიშს და პირდაპირ დაიბადა - “გამოცხვაო, მარიამი რომ ამბობს ვიდეოში” თიკა ფაცაცია. დღეს თან ისე ემთხვევა, რომ ამ სიმღერის დაწერის დღეა და აქ დაიწყო ისტორიაც ორი წლის წინ. განვითარებაზე უკვე ხვალ” - წერს თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში.