ენმ-ს ახალი პროექტი - "ანგარიში ივანიშვილს"

Image

ზაზა ბიბილაშვილმა ახალი პროექტი "ანგარიში ივანიშვილს" წარმოადგინა. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. "ჩვენ აღვრიცხავთ ფაქტებს, რომლებიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ ვერ აღწევს ფართო საზოგადოების ყურამდე", - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

 

ზაზა ბიბილაშვილი წერს: „ანგარიში ივანიშვილს“ არის საინფორმაციო პროექტი, რომლის მიზანია აღრიცხოს ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური ძალის მიერ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ჩადენილი ყველა დანაშაული / უკანონობა და მისცეს ამას ერთიანი, სისტემატიზებული ანგარიშის ფორმა, რომელსაც ხალხი წარუდგენს ხელისუფლებას 8 ოქტომბერს.

 

პროექტის განხორციელების საჭიროება წარმოშვა იმ გარემოებამ, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და უკანონობის რაოდენობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ერთ დანაშაულს მეორე ფარავს, ერთ უკანონობასა და მავნებლობას მეორე დღესვე სხვა უკანონობა და მავნებლობა გვავიწყებს. მაგალითად, მალე ცოტას თუ ემახსოვრება, როგორ შეწყვიტეს კიწმარიშვილის საქმის გამოძიება, ან როგორ დაგვახიეს თავზე კანონი და მოპარეს რუსთავი 2-ს გასაჩივრებისთვის განკუთვნილი 18 დღე - რადგან ხელისუფლება ახალ-ახალი დანაშაულებით გადაფარავს მათ.

 

ეს რომ არ მოხდეს, მოძრაობა „ანგარიში ივანიშვილს“ შეაგროვებს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდებს ინფორმაციას ყველა მოძიებული საქმის შესახებ, რომელიც უკვე გაშუქდა მედიაში (მაგ., მოსამართლეების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების უკანონო თვალთვალი, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და/ან დაუსჯელი ძალადობა - როგორიცაა კორცხელი, 8 თებერვალი და 17 მაისი, ბენდუქიძის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება და მისი ქვეყნიდან გაძევება, პანორამა, საყდრისი, ლაგვილავა, თათუხაშვილი, რაფალიანცი, ქირია და ასობით სხვა საქმე).

 

ჩვენ ასევე აღვრიცხავთ ფაქტებს, რომლებიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ ვერ აღწევს ფართო საზოგადოების ყურამდე.

 

მივმართავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - ყველას, ვინც უშუალოდ არ არის მიბმული რეჟიმზე ამა თუ იმ სახის კორუფციული სქემით:

 

თუ თქვენ ხართ დემორალიზებული პოლიციის ძალადობის ან უმოქმედობის, ზე-პოლიტიზებული პროკურატურის ან სინდისისგან გათავისუფლებული სასამართლოს მსხვერპლი, თუ თქვენ სამსახურიდან გაგათავისუფლეს პოლიტიკური მოტივით, რათა ქართული ოცნების აქტივისტებს, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ფუფუნებაში ეცხოვრათ თქვენს ხარჯზე, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 577 180 180 და მოგვიყევით თქვენი ამბავი.

 

ერთად წარვუდგინოთ ანგარიში ივანიშვილს!"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?