გიორგი ლომია "ციხის კადრებზე": ეს კარგად დადგმული და დაგეგმილი პროცესი იყო

Image

2013 წლის 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ციხის ცნობილი კადრები ვლადიმერ ბედუკაძემ გიორგი ლომიას 2011 წლის სექტემბერში გადასცა. 

 

გიორგი ლომიამ "ტაბულასთან" საუბარში განაცხადა, რომ ციხეში გაუპატიურებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია. მისი თქმით, მან ვლადიმერ ბედუკაძე ციხეში გაიცნო და დაუმეგობრდა. გაუპატიურების კადრების არებობის შესახებ, ბედუკაძემ საკუთარი ინიციატივით შეატყობინა. 

 

ლომია ამბობს, რომ ვიდეომასალის გასავრცელებლად შესაბამის დროს ელოდებოდა. მისი მტკიცებით, ბედუკაძის მიერ გადაღებული გაუპატიურების კადრები შეიძლება ერთი ადამიანის დანაშაულად მიჩნეულიყო.

 

"მე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამის გამოყენება ისე, რომ არ დავზარალდეთ ჩვენ, არ დაზარალდეს ხალხი, მხოლოდ დაზარალდეს ის გუნდი, რომელიც ამას სჩადიოდა". სწორედ ამ მიზნით, ლომია სისტემის სამხილებლად კარანტინის კადრების მოპოვებასაც ცდილობდა და, როგორც თავად ამბობს, ამისთვის აკობიას ოთხი დღის განმავლობაში "ატრეინინგებდა", სანამ გადაღება არ "დაამუღამა". 

 

ლომია "ტაბულასთან" საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ოპერაციის ხარჯების დასაფარად საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, სოლიდური თანხა გაიღო. 

 

ლომიამ კადრები მოპოვებიდან ერთი წლის თავზე გაასაჯაროვა. ტაბულას კითხვას, თუ რატომ არ იზრუნა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში შესაძლოა, სასტიკად მოპყრობოდნენ, ლომიამ უპასუხა, რომ ვიდეომასალის რომელიმე ტელევიზიით ჩვენების შემთხვევაში, ხელისუფლება ისევე მოექცეოდა კონკრეტულ მედიაორგანიზაციას, როგორც ტელეკომპანია იმედს მოექცა და შესაძლოა, ოპერაციაში მონაწილე პირების ლიკვიდაციაც მოეხდინა. მან ისიც აღნიშნა, რომ ამ მასალის ადრე გამოქვეყნების შემთხვევაში, სისტემა გაძლიერებას შეძლებდა. 

 

შეგახსენებთ, რომ კადრები საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა. გამოქვეყნებისთანავე, ხელისუფლებამ ბრალი წამების და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, 17 ადამიანს წაუყენა. სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია თანამდებობიდან გადადგნენ. 

 

17 ბრალდებულიდან ცხრასთან ახალმა ხელისუფლებამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. რამდენიმე მათგანი დღეს თავისუფალია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !