თენგიზ ცერცვაძე - დღეს ჭარბობს აზრი, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირი“ კარგია - არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ამ პრეპარატს მიიღებს

Image

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირს“ მიიღებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ მისცენ.

 

„დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესივირი“ კარგია. იმასაც ამბობენ, რომ კომპანიის აქციები გაიზარდა. რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა საქართველოს მისი მიღების შანსი, თავიდანვე, როდესაც ამ პრეპარტზე კვლევა დაიწყო, მის მისაღებად მთელი მსოფლიო რიგში იდგა. იმის გამო, რომ ჩვენთან ძალიან ცოტა ინფიცირებულია და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი, ამ რიგში უშანსოდ ვიქნებოდით, რადგან ჯერ ბუნებრივია, იმ ქვეყნებს დააკმაყოფილებდნენ, სადაც ბევრი გარდაცვლილი და ინფიცირებულია, მაგრამ ჩვენს მთავრობას ერთი პრივილეგია აქვს, ფარმაცევტული კომპანია „გილეად საიენსი“ საქართველოს C ჰეტატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის უფასო მედიკამენტებს აწვდის, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიარდია. საერთოდ, დიდ პატივს სცემს ეს კომპანია საქართველოსა და მის ჯანდაცვას, ვინაიდან ერთად ვაკეთებთ C ჰეპატიტის ელიმინაციას. ჩვენმა ხელმძღვანელობამ ისარგებლა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ მისცენ. არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მას მიიღებს და თუ დღევანდელი იმედები გამართლდა, ამით საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ“,-განაცხადა ცერცვაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !