
რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 7 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 106498-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის მანძილზე 101 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვა საერთო ჯამში 1073-ს მიაღწია.
ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან ქვეყანაში 11600-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 93806-ს შეადგენს.