პროკურატურა - დავით ცინარიძის მხრიდან მეუღლის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტი არ დასტურდება და იარაღიდან დამიზნებით სროლას მისი მეუღლეც უარყოფს

Image

სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დავით ცინარიძის მხრიდან მეუღლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტი, - ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ვანო ოქროპირიძემ განუცხადა.

 

მისივე განმარტებით, დამიზნებით სროლის ფაქტს უარყოფს თავად საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის მეუღლეც.

„როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთი ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა დ.ც.-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

მეუღლის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე დავით ცინარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცინარიძე მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრა, რასაც დაერთო ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლა. სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დავით ცინარიძის მხრიდან მეუღლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე აღნიშნული გარემოება არ დაადასტურა თავად დაზარალებულმა. მ.ბ-მ უარყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უშუალოდ დამიზნებით, მისი მიმართულებით გასროლა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იარაღში არსებულ მჭიდში მოთავსებული იყო 13 ვაზნა, რაც დავით ცინარიძეს შესაძლებლობას აძლევდა მკვლელობის განზრახვა, ყოველგვარი ხელის შემშლელი გარემოებების გარეშე, მოეყვანა სისრულეში“, - განაცხადა თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ვანო ოქროპირიძემ.

რაც შეხება იმას, რატომ არ დაკითხა ბრალდების მხარემ ცინარიძემ აქამდე, ოქროპირიძემ აღნიშნა: „დაცვის მხარეს შევთავაზეთ პირველი წარდგენის სხდომამდე მომხდარიყო ბრალდებულის გამოკითხვა, თუმცა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არათუ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ ასევე არ ჰქონდათ პოზიცია დუმილის უფლების გამოყენებაზე. ამასთან, დაცვის მხარეს შეეძლო ბრალდებული გამოეკითხა პირველი წარდგენის სხდომამდე და აღნიშნული მტკიცებულება გადაეცა როგორც ბრალდების მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის. ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებების სიმყარეს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დანიშნულია ექსპერტიზები“, - აღნიშნა ვანო ოქროპირიძემ.

ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?