
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა. შუახნის მამაკაცი ე.წ. წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნება. როგორც ექიმი ედიშერ ასათიანი აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, რამდენიმეს ამ დღეებში განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საავადმყოფოდან გაეწერებიან.