სალომე ზურაბიშვილი - მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს

Image

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეფონით კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს ესაუბრა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და კვიპროსში არსებული ვითარება და ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმები განიხილეს.

მათივე განმარტებით, კვიპროსის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა კვიპროსის პრეზიდენტს პანდემიისას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს.

თავის მხრივ კი, კვიპროსის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ ევროპულ ლიდერებს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებისაკენ მოუწოდოს.

საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისისას საერთაშორისო სოლიდარობის ფონზე ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება.

კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი კრიზისის დასრულების შემდეგ კვიპროსში ვიზიტით მიიწვია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !