სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარის წერილზე - ეს იმ ზეწოლის დასაწყისია, რაც უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილზე განხორციელდება

Image

ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ზეწოლის, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, - ასე ეხმაურება  „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, სწრაფად შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტის შეთანხმება.

 

სამადაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე უარს იტყვის, გაართულებს არამარტო საკუთარ ცხოვრებას, არამედ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას სტრატეგიულ მოკავშირეებთან.

„დადასტურდა ის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი და ამ შეთანხმების სრულად შესრულებას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამ შეთანხმებაზე უარის თქმა ქვეყანას შეიყვანს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში და რა თქმა უნდა, შესაბამისად აისახება ჩვენს ურთიერთობებზე სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რადგან სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება პირველ რიგში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ზეწოლის, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

ზეწოლა გაგრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის კონგრესში კვლავ გააქტიურდა პროცესი, გაჩნდნენ სანქციების მოთხოვნის ახალი ხელმომწერები და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ახლა, როცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების დახმარება და გვერდში დგომა, გაართულებენ არამხოლოდ საკუთარ ცხოვრებას, არამედ გაართულებენ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას სტრატეგიულ მოკავშირეებთან 8 მარტის ხელშეკრულების შეთანხმებაზე უარის თქმით. ერთადერთი გზა, რაც ხელისუფლებას რჩება, ეს არის სამართლებრივი შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით პოლიტპატიმრების გათავისუფლება”, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !