ვანო მაჭავარიანი უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებაზე - ეს არის ივანიშვილის შიშებზე და მოთხოვნებზე აწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის რეაგირება

Image

ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა არის დიპლომატიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და ეს ხდება ხოლმე ძალიან მძიმე კრიზისის დროს. სააკაშვილის დანიშვნა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად არ არის კრიზისი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

ვანო მაჭავარიანის თქმით, მსგავსი რეაგირება გადამეტებულია და ასეთმა რეაქციამ შესაძლოა, მართლაც გამოიწვიოს ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარკვეული კრიზისი. ამასთან, როგორც ექსპერტი ამბობს, საგარეო უწყების ამ ნაბიჯმა შესაძლოა, კითხვის ნიშნები გაუჩინოს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსაც.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის შიშებზე და მოთხოვნებზე აწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის რეაგირება. უბრალოდ, წინ უნდა გაიხედონ, რადგან ამან მართლა შეიძლება გამოიწვიოს ორ ქვეყანას შორის ძალიან სერიოზული პრობლემა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით. ასევე, ამან შეიძლება სერიოზული კითხვები გამოიწვიოს აშშ-სა და ევროპაში. ხელისუფლებამ წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს. სააკაშვილის დანიშვნა არ არის ორ ქვეყანას შორის იმ კრიზისის პიკი, რომელზეც ამ ტონალობით, ამ მოთხოვნით და ამ სარჩულით საქართველოს მთავრობა და მისი საგარეო უწყება უნდა რეაგირებდეს. მინისტრმა ზალკალიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის გადამეტებული. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზანი არის ივანიშვილისთვის ანგარიშის გაწევა, რომელიც უკავშირდება სააკაშვილისადმი მის პირად დამოკიდებულებას,“- აცხადებს მაჭავარიანი.

ის ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მსგავსი პოზიციის დაფიქსირება საქართველოს, როგორც ევროპული დასავლური ტიპის ქვეყნის იმიჯს აზიანებს, რადგან უკრაინაში მსგავს თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვნა აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხდება. ექსპერტი ვარაუდობს, რომ სწორედ ეს მხარდაჭერა აშფოთებს საქართველოს ხელისუფლებას.

„ის არ დაუნიშნავს პუტინს, ის არის მხარდაჭერილი უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან და ასევე ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. სწორედ აქ შემოდის როგორც ჩანს „ოცნებისთვის“ გარკვეული საფრთხე, რომ ხომ არ არის პირდაპირ სააკაშვილის დანიშვნა ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მიერ მხარდაჭერილი, რაც, რა თქმა უნდა, იმ იმიჯს, რომელიც იქმნება „ქართული ოცნების“ მხრიდან - სააკაშვილი როგორც საფრთხობელა ყოველი არჩევნების წინ, ქვეყნის დამაქცევარი - ეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან სწორედ სააკაშვილი იქნა არჩეული უკრაინის პრეზიდენტის და უკრაინის პარტნიორების მხრიდან როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უკრაინას ევროპული ტიპის რეფორმები შესთავაზოს. რეფორმები, რომელსაც სააკაშვილი წამოიწყებს, წაადგება უკრაინის ევროპულ მომავალს, ხოლო თუ არ გამოუვიდა ეს რეფორმები, ესეც გამოჩნდება. შესაბამისად, მეტი მოთმინებაა საჭირო „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მხრიდან რომელებიც წინდაუხედავ განცხადებებს აკეთებენ,“- აღნიშნავს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !