ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით საფუძველი ჩაეყარა უკრაინის რეფორმირებას განვითარების, წარმატების, სიმდიდრის, კეთილდღეობის გზაზე

Image

გუშინ საფუძველი ჩაეყარა უკრაინის რეფორმირებას განვითარების, წარმატების, სიმდიდის, კეთილდღეობის გზაზე და მეტიც, დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტიკიცებას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წარმატება, ეს არის მთელი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წარმატება.

“გუშინ უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ იყო ერთი რიგითი, მორიგი კალენდარული დღე, არამედ პირიქით, გუშინდელი დღე იყო ძალიან მასშტაბური, ისტორიული მნიშვნელობის დღე, თავისი მიღებული გადაწყვეტილებით. როგორც არასოდეს, გუშინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის, 45-მილიონიანი სახელმწიფოს რეფორმირებას განვითარების გზაზე, წარმატების გზაზე, სიმდიდრის გზაზე, კეთილდღეობის გზაზე და მეტიც, დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტიკიცებას. ეს ერთი და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანაში, ორივე სახელმწიფოში ცალკე აღებულ კიდევ უფრო მეტ პროგრესს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ცალკე აღებული ერთი რომელიმე ჯგუფის წარმატება. გუშინდელი დღე შეიძლება შეფასდეს და დანახულ იქნას მომავლის გადმოსახედიდან. თუკი ჩვენ გუშინდელ დღეს შევაფასებთ და დავინახავთ მომავალის გადმოსახედიდან, ჩვენ უკვე დღესვე არ გაგვიჭირდება დავადგინოთ და დავრწმუნდეთ ორ რამეში: ერთი, დავრწმუნდეთ და დავადგინოთ ამ ისტორიული მოვლენის ჭეშმარიტი ფასი და მეორე, საკუთარ საერთო წარმატებად მივიჩნიოთ. ეს არ არის ჩვენი, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმატება, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეს არის ჩვენი ყველასი წარმატება, ეს არის თქვენი წარმატება, ეს არის მათი წარმატება. მნიშვნელოვანია ყველამ დღესვე გავაცნობიეროთ მომხდარი და ერთმანეთს გამოვუტყდეთ სიმართლეში და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმატება ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოში, გზას გაუხსნის საქართველოს წარმატების და გამარჯვების გზებს”, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ორ ქვეყანაში გამარჯვების დრო დადგა.

“გამარჯვების გარდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სხვა არჩევანი არ აქვს და დადგა გამარჯვების დრო უკრაინაში, დადგა გამარჯვების დრო საქართველოში, დადგა დრო, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბორბალი, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უკუღმა ტრიალებს, წაღმა დავატრიალოთ და შევისისხლხორცოთ რწმენა იმის, რომ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ წარმატებული ქვეყანა. გუშინდელი დღე არის მისალოცი ყველასთვის, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა და მე იმედს ვიტოვებ, რომ გავა ათწლეულები და იმ გადმოსახედიდან ჩვენ ყველანი ვიქნებით ბედნიერები, რომ ნაწილმა საჯაროდ დავაფიქსირეთ ჩვენი კმაყოფილება, მაგრამ რაღაც ნაწილი ალბათ გულში დააფიქსირებს კმაყოფილებას, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა ექნება იმას, რომ სიკეთე აისახოს ჩვენს ქვეყანაზე, აისახოს საქართველოზე და მის განვითარებაზე”, - აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !