-
2017-07-30 05:17
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ტყუილად გაუხარდათ და რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის სასიამოვნო ამბები აწი იწყება. ამის შესახებ სააკაშვილმა "კურიერში" ისაუბრა.
"პოროშენკოს პრობლემა იმაშია, რომ ძალიან გაუჭირდა. ჩემ პირობებში დაინახა საფრთხე, რომ შეიძლება მე მაქვს რეალური შანსები მისი და მისი ჯგუფის ხელისუფლებიდან ჩამოშორების და ხალხის მიყვანისა და ჩაერთო შიში, თვითგადარჩენის ინსტინქტი არა, თვითგანადგურებისა.
ვნახე, რომ ვიღაცებს თბილისში გაუხარდათ, ტყუილად გიხარიათ. ახლა იწყება თავდავიწყება, ყველაფერი არის წინ, მოიმარაგეთ პოპკორნი და შეხედეთ, თქვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბებს ნახავთ და სასიამოვნოს უკრაინისა და საქართველოსთვის,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.