-
2017-07-25 06:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მძაფრ განცხადებას ავრცელებს რუსეთის მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სიტუაციის ესკალაციის გამო. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. როგორც ცნობილია, 2017 წლის 18-20 ივლისის პერიოდში, უკრაინის სამხედრო ძალებზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 11, ხოლო დაიჭრა 15 ადამიანი - რაც ბოლო პერიოდში სიტუაციის განსაკუთრებულ გამწვავებას უსვამს ხაზს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ აგრესიას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი რეაგირებისაკენ. ასევე მოუწოდებს მხარეებს შესრულდეს მინსკის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები და შეწყდეს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ."
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26