ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1,5 კმ. ოკუპირებულია

Image

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1600-მეტრიანი მონაკვეთი ოკუპირებულია და მას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს.

 

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ ეს მონაკვეთი რუსებმა ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დროს მიიტაცეს, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბანერები და ხნულების რამდენიმე თვის წინ განათავსეს და გაიყვანეს.

 

მილსადენის უსაფრთხოებას ამ დრომდე პრობლემა არ შექმნია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას ვერ აკონტროლებს, რადგან პოლიციის თანამშრომლები შემოვლას ამ ტერიტორიაზე ვეღარ ახორციელებენ. ამასთანავე, მილსადენის უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკება არ ჰქონია რუსულ მხარესთან კომპანია BP-ის.

 

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის დასაცავად ყველაფერი კეთდება, თუმცა ვერ ამბობენ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება უსაფრთხოებისთვის.

 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის იმიჯი საფრთხის წინაშე დგას. "ჰაბ ჯეორჯიას" დირექტორი ფიქრობს, რომ ოკუპირებულ მილსადენს მოსკოვი დასავლეთთან პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენებს.

 

ბაქო-სუფსის ნავთობსადენი 1999 წელს ამოქმედდა და მას საქართველოსთვის, ენერგოუსაფრთხოების გარდა, წელიწადში 15 მილიონი დოლარი შემოსავალი მოაქვს.

 

რუსთავი-2

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !