13 ივნისის სტიქიის დროს, მაშინ, როცა უამრავი ადამიანი თბილისში, ახალ გზაზე მოვარდნილ ღვარცოფს ებრძოდა, ხოლო ვერეს ხეობაში, დატბორილი სახლებიდან ადამიანები ითხოვდნენ შვებას და იქ მაშველები ვერ მიდიოდნენ, ტრაგედიის ეპიცენტრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ასეთ პირობებში სამაშველო საქმიანობისთვის გამოსადეგი ორი ფრანგული ვერტმფრენი „სუპერ პუმა“ იდგა.
"ნუ ნერვიულობთ, ჩემებო, ყველაფერი კარგადაა, წარმოიდგინეთ, ამ ამებას რომ მოსწონდეს, რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო?", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინტერვიუს იმ ფრაგმენტს, სადაც ის ამბობს, რომ თავისი ყურით გაიგონა, როგორ უთხრა თინა ხიდაშელმა აფხაზებს, აფხაზეთის დაბრუნება არ მაინტერესებსო.
დღეს, 11 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება რომელშიც „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარისგან შემოსავლების სამსახურთან მიმართებაში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ე.წ. ციხის კადრების ავტორმა ვლადიმირ ბედუკიძემ "მხედრიონის" ყოფილ ლიდერთან თემურ ხაჩიშვილთან ერთად პოლიტიკური პარტია შექმნას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
30 მაისს გამოქვეყნდა თქვენი წერილი. მიმოიხილავთ საკუთარ ხედვას წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ჩემთვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი შეხედულება ეკონომიკაზე. იმიტომ რომ არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ "ქართული ოცნებისთვის" თქვენი აზრი არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია და გარდაიქმნება წინასაარჩევნო პროგრამად.
ოდესა-რენის მშენებარე გზატკეცილთან მიხეილ სააკაშვილის კაბინეტი კარავში განთავსდება, საიდანაც ოდესის გუბერნატორი მიმდინარე მშენებლობის რიტმს გააკონტროლებს - ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილი, „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
ენეგრეტიკის მინისტრმა „სოკარ ჯორჯიას“ პრეზიდენტთან ერთად 3 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: ჭოგნარსა და ტოლებში ბუნებრივი აირის შეყვანა დაანონსა და ტოლებში, ერთ-ერთ ოჯახში შეყვანილი ბუნებრივი აირი საზეიმოდ აანთო.
ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 11 დაიჭრა ყაზახეთის ქალაქ აქტობეში (ყოფილი აკტიუბინსკი) ქუჩაში გამართული სროლის შედეგად, რის შემდეგაც ქალაქში დამატებითი ძალები გაიგზავნა და კონტრტერორისტული რეჟიმი ამოქმედდა.
რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის გავლენას უკრაინის კრიმინალურ სამყაროზე და მისი მეშვეობით - უკრაინის ტერიტორიაზე კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაზე.
საინფორმაციო სააგენტო GHN ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით ასაჯაროვებს "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებს, რომელიც ენმ-ს სასარგებლოდ დასრულდა და ამის გამო არ გამოქვეყნებულა.