
ტაში, ემოციები, სკანდირება "ლევანი!", "საქართველო!" - უამრავი ადამიანი ეროვნული დროშებით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, წევრები, სხვა მოქალაქეები და გაძლიერებული პატრულ-პოლიციელთა რაზმები საბაჟო-გამშვებ პუნქტთან - ასე დახვდნენ საქართველოში დაბრუნებულ აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს ლევან ვარშალომიძეს.
საქართველოში მის დაბრუნებას სარფში დილიდან ელოდებოდნენ. ადგილზე ენმ-ს აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო ასევე საქართველოს პირველი ქალბატონი 2004-2013 წლებში სანდრა რულოვსი. როგორც ცნობილია, ლევან ვარშალომიძეს პოლიტიკური გეგმები აქვს და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას გეგმავს.
"რუსთავი-2"-ის ფოტო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვიდეო