ე.წ. მატროსოვის ციხესთან საგანგებო ბრიფინგი იგეგმება

ე.წ. მატროსოვის ციხესთან საგანგებო ბრიფინგია დაგეგმილი. ბრიფინგი 25 ივნისს, 11 საათზე გაიმართება. ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" არასამთავრობო ორგანიზაციების "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელისა" (INCD) და "ახალი ხედვა საქართველოს" (NVG) წარმომადგენლებმა უთხრეს.

>>>

ენმ-ს ახალი პროექტი - "ანგარიში ივანიშვილს"

ზაზა ბიბილაშვილმა ახალი პროექტი "ანგარიში ივანიშვილს" წარმოადგინა. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. "ჩვენ აღვრიცხავთ ფაქტებს, რომლებიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ ვერ აღწევს ფართო საზოგადოების ყურამდე", - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

>>>

შშმ ბავშვები თელავის სახელმწიფო თეატრში „ბოშებს“ წარმოადგენენ

28 ივნისს 19:00 სთ-ზე   " ვაჟა-ფშაველას" სახელობის თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება სპექტაკლი  „ბოშები“ ნ.დუმბაძის მოთხრობების მიხედვით. სპექტაკლში  მონაწილეობას ღებულობს "აზდაკის ბაღის“ დასის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მოხალისე მსახიობები . რეჟისორი და იდეის ავტორი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი გახლავთ. 

>>>

„გირჩის" დამფუძნებელი, ვახტანგ მეგრელიშვილი განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართავს

„ახალ პოლიტიკური ცენტრი - გირჩი-ს“ დამფუძნებელი, ვახტანგ მეგრელიშვილი განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას წერილით მიმართავს. 

>>>

დეპორტირებულმა "დათო სვანმა" თბილისის აეროპორტი უპრობლემოდ დატოვა

44 წლის "კანონიერმა ქურდმა" დავით გერლიანმა, იგივე "დათო სვანმა", რომელიც უკრაინიდან დეპორტაციას დაუქვემდებარეს და თბილისში გადმოაფრინეს, საქართველოს დედაქალაქის აეროპორტი უპრობლემოდ დატოვა. თბილისში მისი ჩამოფრენა და აეროპორტის დატოვება "რუსთავი-2"-ის კამერამ გადაიღო. 

>>>

თბილისის აეროპორტში დეპუტატს და "რუსთავი-2"-ის ჯგუფს თავს დაესხნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცნობი პირები "რუსთავი-2"-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, როცა ოპერატორი და ჟურნალისტი ინტერვიუს იწერდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ჩიორა თაქთაქიშვილთან. ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თავდამსხმელი მამაკაცი დაკავებულია.

>>>

დები ზარანდიების დედა: "დღევანდელ პირობებში როცა ასეთი რამ ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ არ ვარგა მთავრობა"-NewsVoice

"1924 წელსაც ყოფილა მსგავსი წყალდიდობა, მაგრამ დიდი მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღევანდელ პირობებში როცა ასეთი რამ ხდება, ეს მეტყველებს იმქაზე, რომ არ ვარგა მთავრობა", - ამბობს მანანა ბახია, 2015 წლის 13 ივნისს, წყალდიდობის დროს ტრაგიკულად დაღუპული დების - ინდირა და ლიზი ზარანდიების დედა. 

>>>

ერთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - NewsVoice

13 ივნისის სტიქიის დროს, მაშინ, როცა უამრავი ადამიანი თბილისში, ახალ გზაზე მოვარდნილ ღვარცოფს ებრძოდა, ხოლო ვერეს ხეობაში, დატბორილი სახლებიდან ადამიანები ითხოვდნენ შვებას და იქ მაშველები ვერ მიდიოდნენ, ტრაგედიის ეპიცენტრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ასეთ პირობებში სამაშველო საქმიანობისთვის გამოსადეგი ორი ფრანგული ვერტმფრენი „სუპერ პუმა“ იდგა. 

>>>

თინა ხიდაშელი ლევან ვასაძეზე: "ამ ამებას რომ მოსწონდეს, რასაც ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო?"

"ნუ ნერვიულობთ, ჩემებო, ყველაფერი კარგადაა, წარმოიდგინეთ, ამ ამებას რომ მოსწონდეს, რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო?", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინტერვიუს იმ ფრაგმენტს, სადაც ის ამბობს, რომ თავისი ყურით გაიგონა, როგორ უთხრა თინა ხიდაშელმა აფხაზებს, აფხაზეთის დაბრუნება არ მაინტერესებსო.

>>>

ზურაბ ჯაფარიძის "პასუხის პასუხი" შემოსავლების სამსახურს

დღეს, 11 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება   რომელშიც „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარისგან შემოსავლების სამსახურთან მიმართებაში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?