
საქართველოს პირველი ქალბატონი 2004-2013 წლებში სანდრა რულოვსი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს.
ამის შესახებ მან დღეს სარფში ლევან ვარშალომიძის დაბრუნებისას, დახვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ლევან ვარშალომიძის დაბრუნება მისთვის სიმბოლურია.
"ლევანის ჩამოსვლას ჩემთვის სიმბოლური ფორმა აქვს, მიშას ჩამოსვლის საწინდარია. მემგონი ჩამოვა თუ ხალხს უნდა,"- თქვა სანდრა რულოვსმა პიაცაზე, ბათუმში.