ლორთქიფანიძე: "ჩატაევი იმის იმედით გაუშვეს, რომ ან სააკაშვილის, ან ჩემს საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა"

Image

ოდესის პოლიციის უფროსი, საქართველოს შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გია ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი საქართველოს შსს-ს ინფორმატორი და, საჭიროების შემთხვევაში, რადიკალურ დაჯგუფებებთან მოლაპარაკების დროს შუამავალი იყო, ხოლო როცა ამაზე უარი თქვა და ტერორისტებთან ერთად დაღესტანში გადასვლა დააპირა, დააკავეს. 

 

ამის შესახებ გია ლორთქიფანიძემ გამოცემა "დეილიბისტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩატაევს სპეცსამსახურები იატაკქვეშეთში მოქმედ ჩრდილოკავკასიელ ფუნდამენტალისტ ისლამისტებთან მოლაპარაკების დროს იყენებდნენ და მისი მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმებიც აღკვეთეს. 

 

"მაგრამ შემდეგ ის ჩვენს წინააღმდეგ ამოქმედდა და დავაკავეთ. 2012 წლის აგვისტოში რადიკალ ისლამისტ ბოევიკთა ჯგუფი დაღესტანში გადასვლას საქართველო-რუსეთის საზღვრიდან აპირებდა და ჩატაევმა მაშინ განგვიცხადა, რომ თვითონაც მუსულმანი იყო და ძმებს ვერ უღალატებდა", - აღნიშნა გია ლორთქიფანიძემ. 

 

გამოცემა წერს, რომ ახმედ ჩატაევმა დევნილის სტატუსის მისაღებად ავსტრიას მიმართა. სწორედ ამ ქვეყანაში ის დოკუ უმაროვის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი, 2010 წელს უკრაინაში იყო დაკავებული, თუმცა, არც უკრაინამ, არც საქართველომ არ განაცხადეს თანხმობა რუსეთში მის ექსტრადირებაზე. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩატაევს, როგორც ჩეჩნეთის ომების ვეტერანს, ჟენევის კონვენცია იცავდა და საერთაშორისო უფლებადამცველები რუსეთისთვის მის გადაცემას დაუშვებლად მიიჩნევდნენ. 

 

"ერთია, აიყვანო ტერორისტი და მეორეა, ის გისოსებს მიღმა გყავდეს", - ამბობს ინტერვიუში ლორთქიფანიძე. ის 2012 წლის სექტემბერში ტავად ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელიც ლაფანყურის ხეობაში ჩატარდა. სწორედ ამ სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ჩატაევი, რომელიც დააპატიმრეს, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ, რომელმაც არენების შედეგად ჩანაცვლა სააკაშვილის ხელისუფლება, ის ციხიდან გაუშვა. 

 

"ჩემი აზრით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ჩატაევი ან სააკაშვილის, ან ჩემს წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას და სწორედ ამიტომ გაუშვეს ციხიდან", - აცხადებს გიორგი ლორთქიფანიძე. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?