ლაპარაკი ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზეა ჯერ ნაადრევად მიმაჩნია - ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა.
ქერი კიევში თბილისიდან ჩავიდა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. კიევში ჯონ ქერი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს. ქერიმ აშშ-ის პრეზიდენტისა და ხელისუფლების სახელით უკრაინის სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.