რუსი მფრინავი, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა, სირიაში დაიღუპა(ვიდეო)

Image

სირიაში რუსი სამხედრო მოსამსახურე, მფრინავი რიაფაგატ ხაბიბულინი სირიაში, რუსული მედიის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს, როცა ის უახლესი რუსული სამხედრო ვერტმფრენით Ми-35-ით სამხედრო დავალებას ასრულებდა. 

 

Ми-35-ის (Ми-24-ის მოდერნიზებული ვარიანტი, რომელსაც ღამით მოქმედება შეუძლია, - ლ.ბ.) ჩამოგდების კადრები "ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეოპორტალებზე და სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

 

ხაბიბულინთან ერთად კიდევ ერთი რუსი სამხედრო ინსტრუქტორი ევგენი დოლგინი დაიღუპა. ვერტმფრენი პალმირას სიახლოვეს, სავარაუდოდ, „დედამიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს.

 

პოლკოვნიკი ხაბიბულინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. მაშინ ის ვიცე-პოლკოვნიკი იყო. ის ასევე, მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში და ჩეჩნეთის ორივე ომში.

 

რუსი მფინავი კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდა. მისი დაღუპვა დაადასტურა და სამძიმარი გამოთქვა კრასნოდარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა.

 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გამოცემა „კრასნაია ზვეზდა“ პოლკოვნიკ ხაბიბულინზე უამბობს საზოგადოებას და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მის მოქმედებებს იხსენებს:

 

„... ძირითადი ჯგუფის წამყვანმა ხაბიბულინმა Ми-8-ით, ორი Ми-24-ის საფარქვეშ დაიწყო მოწინააღმდეგის ავტომაგისტრალის დაზვერვა, რომელიც გორისკენ მიემართებოდა. გადმოსხა რა ჯგუფი საიერიშო მეთოდით, ხაბიბულინმა აფრენა განახორციელა და საბორტო იარაღიდან გახსნილი ცეცხლი მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილებისკენ მიმართა, რითაც სადაზვერვო ჯგუფი მოწინააღმდეგის ცეცხლისგან დაიცვა“.

 

აქვეა აღწერილი საქართველოს სხვა ქალაქში მომხდარი შეტაკებაც:

 

„2008 წლის 11 აგვისტოს 58-ე არმიის დანაყოფები შინდისისკენ მიიწევდნენ. დანაყოფთა გადაადგილებას საარტილერიო ბატარეა უჭერდა მხარს. მოულოდნელად მოტომსროლელების მიმართულებით ერთ-ერთი სიმაღლიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნეს.

 

ვიცე-პოლკოვნიკმა ხაბიბულინმა, რომელიც იმ დროს ჰაერში იმყოფებოდა, შეამჩნია მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილი და მისი ჩახშობა გადაწყვიტა. მან მიზანში ამოღების საწინააღმდეგო მანევრი ჩაატარა, საბრძოლო პოზიციაზე გავიდა და უმართავი რაკეტით ზუსტი გასროლა მოახდინა“.

 

ამასთან ერთად, „კრასნაია ზვეზდა“ აღწერს ხაბიბულინის მონაწილეობას ჩეჩნეთისა და აფხაზეთის ომებში. 

 

VERTMFR-RUS.jpg 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის დელეგაციასზე თავდასხმაში ადანაშაულებს

2020-02-25 18:07
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სერგეი ლავროვსა და ქართველი ...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

2020-02-25 17:33
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვლისთვის ერთი...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინეს

2020-02-25 17:09
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ხარირჩის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ...

სამტრედიასთან ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

2020-02-25 16:48
სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რჩეული ვიდეოები

ქალი საოცარი ხმით, რომელიც ინტერნეტ ვარსკვლავი ერთ დღეში გახდა(ვიდეო)

2020-02-23 17:27
შარლოტ ავბერი-ქალი საოცარი ხმით, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი ერთ დღეში გახდა.

პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს - ვიდეო

2020-02-21 16:05
პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს 

"მაკოცე, მაკოცე..." - გიორგი გახარაიამ ბავშვს კოცნა სთხოვა - ვიდეო

2020-02-21 14:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პოლიციელების დააჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ბავშვს...

82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

2020-02-19 16:36
82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0291
0.0079
100
RUB
 - 
4.2607
0.0380
1
USD
 - 
2.7946
0.0133

გუშინ:

ჰიტები:3165 უნიკალური:2231

მიმდინარე:

ჰიტები:224 უნიკალური:190