
"სასამართლომ აქიმიძეს და დვალს უნდა აღუდგინოს ნამუსი და პატიოსნება. ვხედავ, რომ "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით უკან არ იხევს "ოცნება", ანუ ბიძინა და მანდ დაეჯახებიან სწორედ კანონი და სიტყვის თავისუფლება", -
ამის შესახებ ტვ "იბერიის" ეთერში გიორგი შენგელაიამ განაცხადა. მან ასევე, აღნიშნა, რომ "რუსთავი-2"-თან მიმართებაში ჩადენილია დანაშაული არა ჟურნალისტების, არამედ მფლობელების მიმართ და სამართლიანობა უნდა აღდგეს. მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი მაინც მიდის, მაგრამ შეფერხებით, რაც დასავლეთიდან მოსული, "გაუგებარი გზავნილებით" არის განპირობებული.