ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზე განსახილველად გატანილი პარტიის ყრილობის ორი ფორმატიდან უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნილ ვარიანტს, სადაც 7.000-მდე დელეგატია გათვალისწინებული.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარი გახდა.
ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურების საკითხთან დაკავშირებით თბილისში განცხადებები კეთდება. გაჭიანურებას საპარლამენტო უმრავლესობა არ უკავშირებს საქართველოს. მათი შეფასებით ქვეყანამ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მიზეზი ე.წ. შეჩერების მექანიზმზე პოზიციების შეუთანხმებლობაა.
დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გაეროს ელჩმა საქართველოში ნილ სკოტმა. მისი განცხადებით, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სკოტის შეფასებით, ყველა პროცესი, მათ შორის "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.
,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, მთავრობის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი ე.წ. ბუსესებიანი პრეზერვატივების შესახებ უკან გაიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ნავთობპროდუქტების იმპორტზე აქციზის ზრდა , მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობის გადასახადი გაიზრდება.
კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ (მასტერა), რომელიც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეა ბრალდებული, სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა.
მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ,-ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.