
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 11 მარტს ბათუმში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ადეკვატური და დროული რეაგირება ჰქონდათ.
თალაკვაძე არ ეთანხმება ოპოზიციის კრიტიკას, რომ აჭარაში სამართალდამცავებმა დაპირისპირების აღკვეთა დროულად ვერ შეძლეს , რადგან ხელისუფლებისგან ადექვატური რეაგირება დაგვიანებით მოხდა.
"რეაგირება დროული იყო, ის ფაქტი, რომ პოლიციამ ტელეეთერით არ გამართა თათბირი და არ გადაიცემოდა ეს ტელევიზიებით, არ ნიშნავს, რომ რეაგირება მოხდა გვიან. საღამოდანვე როცა ეს პროცესები დაიწყო იყო საკმაოდ კარგი კოორდინაცია.
მინისტრის პირველი მოადგილე, როგორც ჩემთვის ცნობილია, იმთავითვე იყო ჩართული ამ საკითხზე რეაგირების პროცესში. კარგია, რომ შემდგომში მინისტრი უკვე პირადად ჩავიდა ბათუმში და მისი ჩასვლიდან რამდენიმე საათში ძალის გადამეტებს გარეშე ეს ძალადობა იქნა აღკვეთილი",-განცხადა თალაკვაძემ.