
ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავებაში სუსის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა. ჟურნალისტის თქმით, მისი შვილს დაკავებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კილაძე აღნიშნულ ფაქტს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ გოგაშვილთან ძალიან დიდი ხნის დაპირისპირება აქვს.
„ის არის სუფთა, ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ არ იმყოფება, დამატებით გადატანილია ეს ნიმუშები დალუქულ მდგომარეობაში ექსპერტიზაზე. ორი პაკეტი არ ვიცით ჩვენ ჯერჯერობით რა არის, გაურკვეველი ფხვნილია და ამიტომ სრულიად გაუგებარია რატომ დაიწყო 260-ე მუხლით გამოძიება. არ მომხდარა მისი არც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, ისევე როგორც არ მომხდარა მისი ავტომობილის ჩხრეკა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა.
ავტომანქანა არც დალუქული არ არის, ის ჩვენ ჩვეულებრივად წამოვიყვანეთ და დგას მის საცხოვრებელ სახლთან. რაც შეეხება სხვა დეტალებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვაში უშუალოდ იყო ჩართული სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან დიდი ხნის დაპირისპირება. ვიცი იმ ორი ინფორმატორის ვინაობა, სახელებით და გვარებით, ფოტოები მაქვს მათი და სახეებზე.
თვითმხილველებმა მითხრეს, რომ მთელი დღის განმავლობაში დილიდან იქ იყო პოლიცია მობილიზებული, მე ვიცი ვისთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს შვილს, ერთი მათგანი დაკავებული იყო სწორედ ნარკოტიკებზე, საკმაოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკზე და ის გაათავისუფლეს ორი კვირის წინ,“-განაცხადა ელისო კილაძემ.